მხატვრის აღსასრული

1918 წლის გაზაფხული იყო. ნიკომ დილაადრიან ჩამოუარა ნაცნობ მეგობრებს, ზოგს გაეხუმრა, ზოგსაც დარდიანი სიტყვა უთხრა, საღამოს მალაკნების ქუჩაზე აბაშიძის სირაჭხანაში მივიდა. დაუმთავრებელი სურათი დაამთავრა, მერე მაგიდას მიუჯდა და მადიანად ივახშმა, ზომაზე მეტიც შესვა. ეს იყო 
მისი უკანასკნელი ამოსუნთქვა. აგონიაში მყოფი ნიკო სასწრაფო დახმარების ეტლით საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ მან უკანასკნელად გაახილა თვალი. სულთმობრძავმა ერთი გაიბრძოლა და ღია თვალებში წყვდიადი ჩამოწვა. დილით ფიროსმან
ის ცხედარი მორგში გადაასვენეს, იქნებ ჭირისუფალი გამოუჩნდესო, მაგრამ დღეები ისე გავიდა, განმკითხავი არსად ჩანდა. ბოლოს, როდესაც საავადმყოფოში მიცვალებულთა რიცხვმა იმატა, უჭირისუფლო, უპატრონო მიცვალებული იაფფასიან კუბოში ჩაასვენეს და საავადმყოფოს ერთთვალათი გამოიტანეს. სად წაიღეს, სად დამარხეს, კაცმა არ იცის.